Home
Category
TV Live Menu

ცეზარ ჩოჩელი: საქართველოში აქციზის განაკვეთი გაცილებით ძვირია, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში

57a58377e7186
BM.GE
06.08.16 10:26
1205
"დღეს საქართველოში აქციზის განაკვეთი გაცილებით ძვირია, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში, თუნდაც გერმანიასა და ჩეხეთში“, - ამის შესახებ ცეზარ ჩოჩელმა გადაცემაში "ბიზნესკონტრაქტი“ ლუდის აქციზის თემის კომენტირებისას განაცხადა. ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება და ლუდზე აქციზური გადასახადის საკითხი გადაიხედება.
 
"მიმაჩნია, რომ ლუდზე აქციზის ზრდა საკმაოდ დიდი შეცდომა იყო. დარგი, რომელიც ქვეყანაში მეტნაკლებად ფეხზე იდგა და განვითარებული იყო, ეს იყო ლუდის ინდუსტრია. ვიცი, რომ რამდენიმე წარმატებული კომპანია კიდევ იქმნება. აქციზის გაზრდამ შესაძლოა მოკლე პერიოდში ეფექტი გამოიღო ბიუჯეტისთვის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მთლიანად დარგზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში ვართ და ჩვენი წინადადებაა სააქციზო განაკვეთების გადახედვა. საკმაოდ გონივრული შემოთავაზება იყო ბატონი გიორგი გახარიასგან და ვფიქრობ, რომ მოვა დრო, როდესაც ამ საკითხის განხილვას დავუბრუნდებით", - განაცხადა ჩოჩელმა.

შეგახსენებთ, რომ ლუდის მწარმოებლები აქციზური გადასახადის შეცვლის ერთ-ერთ ვარიანტად განაკვეთის ლუდის გრადუსიანობაზე მიბმას განიხილავდნენ.

ლუდზე აქციზური გადასახადი 2015 წლის 1 მარტიდან 40-დან 60 თეთრამდე გაიზარდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day