Home
Category
TV Live Menu

ცეზარ ჩოჩელი: სენაკში კლინკერის საწარმოს მშენებლობა ახლო მომავალში განახლდება

58ca2f750d6f4
ელენე გოგბერაშვილი
16.03.17 10:22
1115
სენაკში კლინკერის საწარმოს პროექტში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. როგორც ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო და ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. მისი თქმით, პროექტი გასული წლის დეკემბერში შეჩერდა, რადგან ინვესტორების გადაწყვეტილებით პროექტი მოცულობების გაზრიდს მიმართულებით შეიცვალა.

"მშენებლობის საწყისს ეტაპზე ვართ. პროექტში რადიკალური ცვლილებები შევიდა. თავიდან საუბარი იყო მცირე ზომის წარმოების შექმნაზე და შემდგომში მოხდა გადახედვა. მოცულობები შეიცვალა და ახლო მომავალში განახლდება მშენებლობა.

ინვესტიცია საკმაოდ სოლიდურია, 100 მილიონი ლარის ფარგლებში. 100% უცხოური ინვესტიციაა. ნაწილი კერძო კაპიტალია, ნაწილი უცხოური საინვესტიციო კომპანიები", - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day