Home
Category
TV Live Menu
Loading data...

CFD - ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა

BM.GE
31.10.22 16:59
151
პრემიერ მინისტრმა რამდენიმე თვის წინ ენერგეტიკის სექტორისთვის დაანონსებული მხარდაჭერის მექანიზმი წარადგინა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო სამ წელში ენერგეტიკის სექტორში 3 მილიარდ დოლარის მოცულობის ინვესტიციები განხორციელდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ასევე თქვა, რომ დაფინანსების ახალი მექანიზმით საქართველოს ჯამში 1500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე შეემატება. საუბარია ე.წ CFD მექაზნიმზზე, რომელმაც ჯერ კიდევ 2017 წელს გაუქმებული PPA ხელშეკრულებები უნდა ჩაანაცვლოს. შეფასებები დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგაც გაკეთდა. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ CFD მექანიზმის რისკების დაზღევასაც გულისხმობს. 

კერძო სექტორი ახალი მექანიზმის ამოქმედებას უკვე რამდენიმე თვეა ელოდება და დადებით აფასებს კიდეც, თუმცა მათი თქმით, ამ კუთხით არსებობს რისკებიც. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ აღნიშნული მექანიზმის ამოქმედების დროს მნიშვნელოვანი როლი ექნება აუქციონის პირობებს და იმ კომპანიების შერჩევის კრიტერიუმებს, ვინც აუქციონში მონაწილეობას მიიღებს. 



Subscribe to our news

Get the main news of the day