Home
Category
TV Live Menu
Loading data...

CFD მექანიზმით გამოცხადებული პირველი აუქციონი - რას ველოდებით?

BM.GE
30.03.23 10:53
100
ენერგოსექტორის მხარდაჭერის CFD მექანიზმით გამოცხადებულ პირველ აუქციონზე განაცხადების მიღება დასრულდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებული პირების მიერ ათეულობით საინიციატივო შეთავაზებების წარდგენა დახურული კონვერტის სახით მოხდა. ახლა სიმძლავრის აუქციონის კომისიას საუკეთესო წინადადებების გამოსავლენად 1 თვიანი ვადა აქვს. ბაზარი ელის, რომ CFD მექანიზმის ამოქმედებით ენერგო სექტორში უძრაობის ხანა დასრულდება. მთავრობას კი ამბიციური გეგმები აქვს - მომდევნო 10 წელში, საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე უნდა გაორმაგდეს და არსებული 4586 მგვტ-დან 9848 მგვტ-მდე უნდა გაიზარდოს. ამასთან, მომდევნო 10 წელიწადში ქარის სადგურებმა 850 მგვტ-ი, მზის სადგურებმა კი, 174 მგვტ უნდა შეიძინოს ენერგოსისტემას.

სტუმარი: გიორგი აბრამიშვილი - "საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

Subscribe to our news

Get the main news of the day