Home
Category
TV Live Menu
Loading data...

CFD სქემა ენერგეტიკაში - რა შენიშვნები აქვს ბიზნესს? - თორნიკე დარჯანია საქმიან დილაში

BM.GE
15.02.23 14:41
108
განახლებადი ენერგოპროექტების მხარდასაჭერად CFD-მექანიზმით პირველი აუქციონები უკვე ჩაინიშნა. მთავრობამ აუქციონზე ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრის პროექტები გამოიტანა. როგორც ცნობილია, PPA ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, CFD მოდელში სახელმწიფო არ შედის ინვესტორებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. ამის ნაცვლად, CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით გაფორმდება და დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ ის, ვინც აუქციონში საუკეთესო ფასს დააფიქსირებს. ახლა ბიზნესს 45 დღიანი ვადა აქვთ მათთვის სასურველ პროექტებზე განაცხადები წარადგინონ.

ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესიდან წამოსული შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინა, თუმცა კვლავ რჩება საკითხები, რომელიც დეველოპერებისთვის, ინვესტორებისთვის კითხვებს ტოვებს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის ნეგატიური სხვაობა დაფიქსირდება, მშენებლობის ფაზის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მთავრობის შესაბამისი დადგენილება, CFD მოდელით შემოთავაზებული ტარიფის შემცირებას ითვალისწინებს. სწორედ ეს ჩანაწერია ერთ-ერთი, რაზეც ბიზნესი მთავრობასთან ვერ შეთანხმდა. დარგის სპეციალისტები ტარიფის შემცირების რისკებს თითქმის ყველა განახლებადი ენერგიების წყაროების პროექტების შემთხვევაში ხედავენ, რადგან რთულია წინარე კვლევის ეტაპზე დააფიქსირო, თუ რა იქნება შენი ობიექტის საშუალო წლიური გამომუშავება. რამდენად იმუშავებს CFD მოდელი პრაქტიკაში, რომელსაც დარგი ამდენი ხანია ელის?

სტუმარი: თორნიკე დარჯანია - "ჰელიოს ენერჯის" ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day