Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია“ - ნონა გაფრინდაშვილი

BM.GE
28.01.22 23:02
352
ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა.

ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში 2021 წლის 16 სექტემბერს შევიდა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ "მიზანმიმართულად გავრცელებულ" მცდარ ცნობებს ეხება. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს.

გაფრინდაშვილი Netflix-ს სექსიზმში ადანაშაულებს. თავად დიდოსტატი მოჭადრაკე ამბობს, რომ 1968 წელს, რომელ პერიოდშიც სადავო ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა ჩატარებული საჭადრაკო პარტიები 60-მდე კაცთან. ამასვე ადასტურებს "ნიუ-იორკ თაიმსის" სტატიაც, რომელიც 1968 წელს დაიბეჭდა შემდეგი სათაურით - „ქალბატონი გაფრინდაშვილი დაძაბულ ბრძოლაში 7 კაცს ამარცხებს“.

ამ ეტაპზე, რაც ჩვენთვის არის ცნობილი: პროცესის მიმდინარეობისას დაიკითხა სერიალის სცენარისტი და პროდიუსერი სკოტ ფრენკი. ის იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ იცოდა სიმართლე ლეგენდარული მოჭადრაკის კარიერული მიღწევების შესახებ - ამ აღიარებამ პრაქტიკულად დაადასტურა Netflix-ის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელება.

რას ნიშნავს ნონა გაფრინდაშვილის საქმისთვის მოსამართლე ვირჯინია ფილიპსის გადაწყვეტილება?



Subscribe to our news

Get the main news of the day