Home
Category
TV Live Menu

"ჩაი გურიელი" ISO სერთიფიკატის მფლობელი გახდა

584aa707700d6
BM.GE
09.12.16 16:43
1111
"ჩაი გურიელი" ISO სერთიფიკატის მფლობელი გახდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მიხეილ ჩკუასელმა ბიზნესკონტრაქტს განუცხადა, სერთიფიცირება ოფიციალურად 4 დეკემბერს მოხდა, რასაც წინ 9-თვიანი მოსამზადებელი პერიოდი უძღვოდა. სერთიფიკატი "გეოპლანტის" ოზურგეთის ქარხანამ მიიღო, რომელიც 2015 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა.

"ჩვენი ხარისხის მენეჯმენტი განსხვავეულ კრიტერუმებს აკმაყოფილებს და შევესაბამებით საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის მაღალი ხარისხის ჩაი, რაც ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა", - ამბობს ჭკუასელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day