დღეიდან მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ჩაის ხელის საკრეფი დანადგარების შესაძენად, განაცხადების მიღება დაიწყო. ფერმერებს პროგრამის ფარგლებში საკრეფი დანადგარის ღირებულების 50% დაუფინანსდებათ, არაუმეტეს 500 ლარისა. აღსანიშნია, რომ ბოლო წლებში ჩაის ექსპორტი გაზრდილია, რეკორდული მაჩვენებელი 2020 წელს დაფიქსირდა, როდესაც საექსპორტო ბაზრებზე 5.1 მლნ დოლარის ჩაი გავიდა ექსპორტზე, თუმცა წელს 3 თვეში ჩაის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ არის შემცირებული - რა ტენდენციებია ქართული ჩაის წარმოებაში?
სტუმარი: თენგიზ სვანიძე - "მეჩაიეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი;