Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩაის წარმოების პერსპექტივა და გამოწვევები

BM.GE
04.05.22 11:51
363
ქართული ჩაი ადგილობრივი ბაზრის დაახლოებით 25%-ს ავსებს. მეჩაიეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ქართულ ჩაის აქვს პოტენციალი რომ 90%-მდეც ავიდეს, რაშიც ადგილობრივ მეწარმეებს, დაბალ ფასად იმპორტირებული პროდუქცია უშლის ხელს. მეჩაიეებს ანტიდემპინგური კანონის მიღების იმედი აქვთ, რამაც ქართულ ჩაის შესაძლოა გარკვეული პრეფერენციები მიანიჭოს. 

გასულ წელს საქართველომ 2 439 ტონა ჩაის ექსპორტით 4.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 

ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2021 წელს ექსპორტის ღირებულება 8.2%-ით შემცირდა, ხოლო რეალიზებული პროდუქტის მოცულობა 2.7%-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, მოცულობის მიხედვით ამ პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაი მონღოლეთში გავიდა, ხოლო ექსპორტის ღირებულების მიხედვით მთავარი საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის აზერბაიჯანია. 

გარდა ამისა ჩაი მცირე მოცულობებით ექსპორტზე ჩეხეთში, გერმანიაში, ტაივანში, ტაჯიკეთში, კანადაში, ისრაელში, საფრანგეთში, სომხეთში, მოლდოვაში, პოლონეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში გავიდა. 

აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც ექსპორტის შემთხვევაში, საქართველოსთვის ჩაის მთავარი საიმპორტო ბაზარი აზერბაიჯანია. შემდეგ მოდის რუსეთი და ტოპ ათეულში მესამე ადგილს შრი ლანკა იკავებს. 

რუსეთ-უკრაინის ომის გამო „ბახვის ჩაის“ უკრაინის ბაზარზე ვეღარ გავა. როგორც ფერმერი გაბრიელ თენიეშვილი Bm.ge -სთან აღნიშნავს, ჩაის პლანტაციები გურიაში 6 ჰექტარზე აქვს გაშენებული, საიდანაც თითქმის 1.5 ტონა პროდუქცია უკრაინის ბაზარზე გაჰქონდათ. მისი თქმით, ჩაის აღნიშნული რაოდენობა 50 000 ლარის ღირებულებისაა.








Subscribe to our news

Get the main news of the day