Home
Category
TV Live Menu

Chambers and Partners დავის გადაწყვეტის კუთხით, ქართული იურიდიული კომპანიების შეფასებას აქვეყნებს

59047449631a1
BM.GE
29.04.17 15:08
781
Chambers and Partners-მა ქართული იურიდიული კომპანიების ყოველწლიური შეფასება გამოაქვეყნა დავის გადაწყვეტის კრიტერიუმში.

შეფასება ჯამში 8 იურიდულ კომპანიას მიეცა, რომლებიც 3 ჯგუფშია განაწილებული. პირველი ჯგუფის (Band 1) შეფასებაში მოხვდა: BGI Legal, BLC Law Office, DLA Piper Georgia LP.

BGI Legal-ის შეფასებისას, Chambers and Partners აღნიშნავს, რომ მისი გუნდის პრაქტიკა მოიცავს კომერციულ და კორპორაციულ დავებს. ამასთან, BGI Legal-ს აქვს გამოცდილება საგადასახადო სამართალადარღვევების კუთხით.

BLC Law Office-ის შეფასებაში ვკითხულობთ, რომ ის ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელსაც გამოცდილება აქვს როგორც საგადასახადო დავებში, ამასთან ის პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო კლიენტებს შორის.

DLA Piper Georgia-ის შეფასებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას ირჩევენ, საერთაშორისო კორპორაციები - სამოქალაქო, ადმინისტრაციული და საკონსტიტუციო სამართალწარმოებისას.

მეორე ჯგუფში (Band 2) მოხვდა: Kordzadze Law Office და Mgaloblishvili Kipiani Dzidziguri.

Kordzadze Law Office-ის შეფასებაში ვკითხულობთ, რომ ის აღიარებული ფირმაა, რომელიც უმეტესად ადგილობრივ კლიენტებს ემსახურება სამოქალაქო და სისხლის დავების სამართლწარმოებისას. ამასთან, კომპანია ცნობილია კომერციული, საგადასახადო და საოჯახო დავების გადაწყვეტის კუთხით. კლიენტები Kordzadze Law Office-სს აფასებენ, როგორც ერთგულ და პროფესიონალურ გუნდს.

Mgaloblishvili Kipiani Dzidziguri-ის შეფასებაში აღნიშნულია რომ კომპანიას გამოცდილება აქვს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში. ამასთან, ახორციელებს საინვესტიციო და კომერციულ არბიტრაჟს.

მესამე ჯგუფში (Band 3) მოხვდნენ: Eristavi & Partners, Gvinadze & Partners LLC და Nodia, Urumashvili and Partners Ltd.

Eristavi & Partners-ის შეფასებისას აღნიშნულია, რომ კომპანიას გამოცდილება აქვს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. ამასთან, კომპანიის მომსახურება პოპულარულია ადგილობრივ კერძო პირებსა და კომპანიებს შორის.

Gvinadze & Partners LLC-ის შეფასებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი კომპანია ხშირად თანამშრომლობს საერთაშორისო ფირმებთან და გამოირჩევა კორპორატიულ საქმეებში, მათ შორის ვალის აღდგენის საკითხებში.

Nodia, Urumashvili and Partners Ltd.-ის შეფასებაში აღნიშნულია, რომ კომპანია გამოირჩევა ბიზნეს დავების ყველა სფეროში. ასევე, კარგი რეპუტაციით სარგებლობს ისეთ სფეროებში როგორიცაა საგადასახადო, უძრავი ქონების და სამშენებლო სფეროები.

Chambers and Partners ინდივიდუალურ შეფასებას აძლევს 14 იურისტს; - პირველი ჯგუფიდან დამოუკიდებლადაა შეფასებული ზაზა ბიბილაშვილი (BGI Legal), ოთარ ყიფშიძე (DLA Piper), ზვიად კორძაძე (Kordzaze Low Office) და კეთი კვარცხავა (BLC Low).

მეორე ჯგუფის შეფასებაში მოხვდნენ გიორგი ბეგიაშვილი (Law Firm Begiashvili & Co. Ltd), ნიკა ღვინაძე (Gvinadze & Partners LLC), ირაკლი მგალობლიშვილი (Mgaloblishvili Kipiani Dzidziguri (MKD)).

მესამე ჯგუფში დამოუკიდებელი შეფასება აქვთ სანდრო ბიბილაშვილს (BGI Legal), დავით კაკაბაძეს (Georgian Legal Partnership), არჩილ კბილაშვილს (Mgaloblishvili Kipiani Dzidziguri (MKD)), ირაკლი კორძახიას (Kordzakhia & Jgenti GP) და ლაშა ნოდიას (Nodia, Urumashvili and Partners Ltd).

მეოთხე ჯგუფის შეფასებაში მოხვდნენ გიორგი ბატლიძე (BLC Law Office) და თამთა ივანიშვილი (BLC Law Office).

Subscribe to our news

Get the main news of the day