Home
Category
TV Live Menu

"ჩემი ბიზნესის შესაქმნელად, წამოვედი სამსახურიდან, სადაც წელიწადში 100 000-ზე მეტს მიხდიდნენ" – Savse-ს წარმატების ისტორია

580e47f21d662
BM.GE
24.10.16 21:38
1089
Savse ერთადერთი გამაგრილებელი სასმელია, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის ნაზავს შეიცავს. ამასთან მისი დამზადების დროს ახალი ტექნოლოგიაა გამოყენებული – ცივი პასტერიზაცია, რათა შენარჩუნებული იქნას გემო, ვიტამინები და მინერალები, რომელიც როგორ წესი დუღილით პასტერიზაციის დროს იკარგება. Savse-ს ეტიკეტის დიზაინი კრეატიულია და განსაკუთრებლი სიზუსტით გადმოსცემს მთავარ შეტყობინებას: პროდუქტი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა!

ამ ბრენდის უკან კი ახალგაზრდა ქართველიო ბიზნესმენი დგას. გამაგრილებელ სასმელზე Savse ’’ბიზნესკონტრაქტთან“ მისი დამფუძნებელი გუკა თავბერიძე საუბრობს.

-ბატონო გუკა, როგორ არის გამაგრილებელი სასმელი Savse ბრიტანულ ბაზრებზე წარმოდგენილი, რას გვეტყოდით ბრუნვასა და შემოსავალზე?

-ბრუნვა 11.5 მილიონია და შემდგომშიც გაიზრდება. ამას ძალიან დიდი სამუშაო დასჭირდება, მაგრამ შემდეგ წლებში ბრუნვა 200 000 000-ზე მეტი იქნება. 2017 წელს 1 700 000 შემოსავალს ველოდები, ხოლო 2018 წელს 5. 5 მილიონს.

როდესაც დაქირავებით ვმუშაობდი ჩემს თავზე ძალიან ბევრს ვმუშაობდი. მაქსიმალურად ვცდილობდი მესწავლა, წარმატების რეცეპტები მიმეღო, ვსწავლობდი როგორ ჩამომეყალიბებინა კომპანია.

-ვინ იყო თქვენი კერპი, მისაბაძი პიროვნება?

-ალბათ სტივ ჯობსი, მისი მოღვაწეობა დეტალურად შევისწავლე. პირველი ფაზა იყო იმის აღქმა თუ რისი გაკეთება შემეძლო სამსახურის გარეთ, რამდენად შევძლებდი მომზადებას შემდეგი ეტაპისთვის. ვხვდებოდი, რომ აღარ მინდოდა სხვის მიერ დაქირავებული ვყოფილიყავი და სწორედ მიტომ ბევრს ვსწავლობდი. მაინტერესებდა შემდეგ ეტაპზე რა მოხდებოდა, მაგრამ მთავარი იყო რაღაცის დაწყება არაფრიდან. ჩემი მიზანი გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის შეცვლა იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი ხედვა გქონდეს და არა მოკლევადიანი. როდესაც ადამიანები მოღვაწეობას იწყებენ, წარმატებულ პიროვნებებს აკვირდებიან და ცდილობენ, რომ მათი კოპირება მოახდინონ. მათი მოტივაცია არის ბაზრის სეგმენტი, სეგმენტი კი კონკურენციის გამო მცირეა. ჩემთვის ეს არ არსებობდა, თავიდანვე გრძელვადიანი, ხანგრძლივი ხედვა მქონდა, რომელიც კონკურენციის სურათში უნდა ჩამჯდარიყო.

-ბაზარზე ნიშა თუ არსებობდა თქვენთვის, თუ თქვენ შეცვალეთ ის?

-იდეა მაშინ მოდის, როდესაც სურვილი გაქვს, რომ იგი მოვიდეს. მინდოდა მაქსიმალურად შთამბეჭდავი რამ შემექმნა. წავედი სამსახურიდან, სადაც წელიწადში 100 000-ზე მეტს მიხდიდნენ. ჩემთვის ფული არასოდეს ყოფილა მოტივატორი. ძირითადი ბიძგი ცნობისმოყვარეობა იყო იმის შესახებ თუ რისი გაკეთება შემეძლო. კითხვებს ვსვამდი და 6 თვის განმავლობაში ვერაფერს ვაგნებდი, მაგრამ თუ სურვილი აქვს ადამიანს, აუცილებლად მიაღწევს, ეს გავითავისე და ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. გავაგრძელე მუშაობა, მანამ სანამ ის არ აღმოვაჩინე, რაც მჭირდებოდა.

იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც სამზარეულოში დედაჩემი სასმელს აკეთებდა. ვიფიქრე, რა საჭიროა რამის ძებნა, როდესაც ის პირდაპირ აქ არის. სტიმული ჩემი ბიზნესისთვის დედაჩემია. თავიდან წარმოდგენა არ მქონდა რა გამეკეთებინა და ვფიქრობდი, რომ ძირითადი ამოსავალი წერტილი რა იყო, აზრად მომივიდა, რომ პასტერიზაცია იქნებოდა უმთავრესი და კონკრეტული უპირატესობა. მაგალითად Coca-Cola და Pepsi სუპერბრენდებია და საზოგადოებას თავს ისე აცნობენ, როგორც ჯანსაღი პროდუქტი, ამ დროს ეს არ არის. ცხელი პასტერიზაციით საკვები ნივთიერებები ნადგურდება და ვიფიქრე, რომ დედაჩემს განსაკუთრებული უნიკალურობა გააჩნდა. წამყვანი ბრენდები მომხმარებელს ატყუებენ და მე ვარ ერთ-ერთი იმათგანი, რომელსაც აბსოლუტურად სხვა რამის გაკეთება სურს, არავის ნამოღვაწარის გადმოღება და კოპირება არ უნდა. სიტუაციის შეცვლა და აბსოლუტურად განსხვავებული ნაბიჯების გადადგმა მოვინდომე.

-ამ გზაზე ალბათ ბევრი გამოწვევა დაგხვდათ, რადგან ბიზნესის ნულიდან დაწყება უკვე დარეგულირებულ ბაზარზე რთულია...

-რა თქმა უნდა, ეს ყველგან ძალიან ძნელია. მე საკუთარ თავს და დედას პირობა მივეცი, რომ რა დაბრკოლებაც არ უნდა შემხვედროდა, არასდროს დავნებდებოდი. მიუხედავად იმისა, რისი გადატანა გიწევს, საკუთარი საქმე მაინც უნდა აკეთო. ზოგჯერ იმედგაცრუება მეუფლება, მაგრამ ჩემი მეორე ’’მე“, მეორე ნაწილი მეუბნება, რომ არ უნდა დავნებდე. 11.5 მილიონი ბრუნვა და 200 000 000-მდე სვლა მყისიერად ნამდვილად არ ხდება. არ უნდა გაინტერესებდეს რამდენად რთული ბარიერი დაგხვდება და რა ძალისხმევა დაგჭირდება მათ გადასალახად.

-სტარტაპერებს რას ეტყოდით, როგორ დაძლიეთ ბარიერები?

- ჩემი ამოცანა იყო რომ დედა რასაც აკეთებდა სამზარეულოში ის ბაზარზე, რეალიზაციის ქსელებში გამეტანა. თავიდან არაფერი ვიცოდი საკვებ ნივთიერებებზე. ზგმა მითხრა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, სხვებმა დახმარება აღმიქვეს და მართლაც 6 თვე მეხმარებოდნენ, მაგრამ პასტერიზაციის მეშვეობით გვატყუებდნენ. შეიძლება ბიზნესის ნიუანსებზე ბევრი არაფერი მესმოდა, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ თუ ძველი გზებით ვივლიდი, მაშინ მომხმარებელს ახალს ვერაფერს შევთავაზებდი. ჩემი სურვილი იყო, რომ საზოგადოებისთვის დედაჩემის ნამუშევარი მიმეწოდებინა.

-ხარისხი ზეგავლენას ახდენს თქვენი სასმელის კონკურენტულ უპირატესობაზე?

-მნიშვნელოვანია საფუძველი, ამის პრობლემა არ გვქონია. როგორც კი დამზადების სწორი გზა ვიპოვნე, მან გაამართლა. ე.წ. ’’მრჩევლები“ მოვიშორე თავიდან, ვცდილობდი ყველაფერში მე თვითონ მიმეღო მონაწილება, ყველაფერში ცხვირი თავად ჩამეყო და ყველაფერი მცოდნოდა იმაზე, რასაც კომპანია ახორციელებდა.
იმედგაცრუებებიც მქონდა, მაგრამ მთავარია არასოდეს მიატოვო საკუთარი საქმე, არ უნდა დაკარგო საკუთარი თავის რწმენა, ლოცვაც ეხმარება ადამიანს და ბევრს ვლოცულობდი. Facebook-ში მარკ ცუკერბერგის პროექტს კიდევ ერთხელ გავეცანი, თუ როგორ დაიწყო თავიდან, მისი პროექტი რამდენიმე უნივერსიტეტისთვის იყო ხელმისაწვდომი, ნელ-ნელა გაიზარდა და დღემდე მოვიდა. ის მაღაზიები, სადაც მომხმარებელი ჩემს პროდუქტს ყიდულობს, ექსკლუზიური სავაჭრო წერტილებია რომლებმაც თავიდან უარიც კი მითხრეს. ჩემმა ერთ-ერთმა პარტნიორმა კი საერთოდ დაანება სამსახურს თავი და ჩემი იდეის საფუძველზე ჯემების წარმოება დაიწყო. ოფისებშიც მიმქონდა ჩემი სასმელი, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს არ შემიშვეს კომპანიის ხელმძღვანელთან, რადგან შეხვედრა არ გვქონდა დანიშნული. იმედი გამიცრუვდა, მაგრამ დავფიქრდი - აქამდე მოსავლელად რამდენი ვიწვალე, ადამიანებმა საკუთარ თავს უნდა უთხრან და გაითავისონ, რომ ბრძოლის შემდეგ არ უნდა დაანებო თავი დაწყებულ საქმეს. ასე მოვიქეცი მეც. მოვითმინე, სადილამდე დაველოდე და კომპანიის გენერალური დირექტორიც გამოჩნდა და გამოველაპარაკე მას. ჩემი გამაგრილებელი სასმელის უპირატესობისა და განმასხვავებელი ფაქტორის შესახებ მოვახსენე, ვუთხარი რომ დიდ განსხვავებას მიიღებდნენ კონკურენტულ ვითარებაში. მან გაიოცა, იფიქრა, რომ საფონდო ბირჟის ბროკერი ან ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანი ვიყავი , ბოლოს კი ის ჩემი პარტნიორი გახდა. ასეთია ჩვენი მარკეტინგული ისტორია. ჩვენ ფენომენალური ამბები გადაგვხვდა, რაც მე გიამბეთ ეს 1 %-ია იმისა, რაც გამოვიარეთ.

Subscribe to our news

Get the main news of the day