Home
Category
TV Live Menu

"ჩემს გეგმებში ამ ეტაპზე შედის კერძო სექტორი და საკონსულტაციო პროექტები განვითარებად ქვეყნებში"

573c027a9dd89
BM.GE
18.05.16 09:48
983
გიორგი ქადაგიძე საკუთარ გეგმებზე წერს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მის საომავლო გეგმებში კერძო სექტორში მუშაობა, საკონსულტაციო პროექტები და სტუდენტებთან მუშაობა შედის.
 
"მოთხოვნა "ახალ სახეებზე" პოლიტიკაში.
თუ ხელოსანი გვჭირდება ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს.
თუ ექიმი გვჭირდება ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს.
თუ მასწავლებელი გვჭირდება ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს.
თუ თანამშრომელი გვჭირდება ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს.
და პოლიტიკაში გვინდა ახალი და გამოუცდელი?!

რა თქმა უნდა არა, განახლების ქვეშ იგულისხმება მცოდნე, გამოცდილი და ახალი ენერგიის მატარებელი.
ვუყურებ ნაციონალური მოძრაობის "ათეულის" პრეზენტაციას და ვგულშემატკივრობ არა მხოლოდ იმიტომ რომ ბევრი ჩემი მეგობარია, არამედ პირველ რიგში მათი პროფესიონალიზმის და პოლიტიკური ნების გამო.

P.S. პრეზიდენტ ობამას დავესესხე პირველ ნაწილში ჰილარი კლინტონი კრიტიკაზე.

P.პ.S. რადგან არის კითხვები, აქვე ვიტყვი რომ ჩემს გეგმებში ამ ეტაპზე შედის კერძო სექტორი, საკონსულტაციო პროექტები განვითარებად ქვეყნებში და რა თქმა უნდა სტუდენტებთან მეტი მუშაობა. დიდი მადლობა დაინტერესებისთვის", - წერს ქადაგიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day