Home
Category
TV Live Menu

ჩერქეზიშვილი სპეცოპერაციის გავლენაზე ეკონომიკაში: დადებითს თუ მოახდენს, თორემ უარყოფითი არ მგონია

5a1bb01f08a03
დავით ჯალაღონია
27.11.17 10:25
554
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისში, გაიბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და ის რეზონანსი, რაც ამ ფაქტს საერთაშორისო მედიაში მოჰყვა, ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად არ აისახება.

„დადებით გავლენას თუ მოახდენს, თორემ უარყოფითი ნამდვილად არ მგონია. დადებითს იმ კუთხით, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ინსტიტუციები, რომლებიც ნებისმიერი ტიპის გამოწვევას პასუხობენ. ამიტომ პირიქით მგონია, რომ ეს დადებითია ქვეყნის იმიჯისთვის“, - განუცხადა ჩერქეზიშვილმა გადაცემა „ანალიტიკას“.

Subscribe to our news

Get the main news of the day