ჯორჯიან მანგანზის ორგანიზებითა და სრული ფინანსური მხარდაჭერით ჭიათურა 16, 17 და 18 სექტემბერს სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალისთვის Adventure 2022 -ის მასპინძლობის სამზადისშია. იმისთვის, რომ მაღაროს ქალაქად ცნობილი და სინამდვილეში ძალიან საინტერესო, ისტორიული და სანახაობრივად გამორჩეული ჭიათურის შესახებ უფრო მეტმა უფრო მეტი გაიგოს ჭიათურაში სათავგადასავლო ფესტივალი გაიმართება და მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.
სტუმარი: ნატალია პატარიძე - ფესტივალის #Adventure2022-ის ორგანიზატორი;