კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ჭიათურაში, მაღაროში მემანქანის მხრიდან შრომითი უსაფრთხოების ნორმები უხეშად იგნორირებული იყო.
ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" პიარ დირექტორი, ზაქარია ზალიკაშვილი აცხადებს, რომ საქმე 204-ე მუხლით კვალიფიცირდება და პროკურატურას გადაეცა. როგორც ცნობილია, უბედური შემთხვევა პარასკევს მოხდა და შედეგად ელმავლის მემანქანე დაიღუპა.
"რაც გვაქვს წინასწარი მონაცემები, დაზარალებულის მხრიდან უხეშად იგნორირებული იყო შრომითი უსაფრთხოების ნორმები. დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი", - ამბობს ზალიკაშვილი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.
"სახელმწიფოში სტანდარტები დადგენილი და გაწერილი ყოველი პროფესიული დარგის მიხედვით, (ვინც მაღალ ძაბვაზე, სიმაღლეებზე მუშაობს და ა.შ.) დახვეწილი არ არის და ამ მხრივ, ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. წინა წლებთან შედარებით, საწარმოო ტრავმები შემცირებულია, თუმცა შემთხვევები მაინც ხდება", - განმარტავს ზაქარია ზალიკაშვილმა.
კომპანიის ინფორმაციით, სანამ კომპანიაში თანამშრომელს მიიღებენ, მათ ორკვირიანი ინტენსიური ტრენინგი უტარდებათ მხოლოდ შრომით უსაფრხოებაში, წელიწადში ორჯერ ყველას უტარდება შრომითი უსაფრთხოების ინტენსიური ტრენინგი, ხოლო, რაიმე შემთხვევის დადგომისას, პრეცენდენტული გარჩევა ხდება.