Home
Category
TV Live Menu

ჩიფსის ქართული ბრენდი მზესუმზირის გამოშვებას იწყებს

5a142ce255e81
სალომე მეცხვარიშვილი
24.11.17 10:24
1261
ჩიფსის ქართული ბრენდი Frixx წარმოებას აფართოებს და მზესუმზირის გამოშვებას იწყებს. ამის შესახებ საქმის კურსს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ გაბათაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბაზარზე ამ სფეროში ბევრი მოთამაშეა, თუმცა, არასტაბილური, რამდენადაც სეზონურად ოპერირებენ ბაზარზე.

"ბოლნისში და დმანისში, სადაც კარტოფილი მოგვყავს, შევიძინეთ მიწები და დავთესეთ მზესუმზირა. შეფუთვაზე ვმუშაობთ და 2018 წლის პირველ ნახევარში უკვე ვგეგმავთ ახალი პროდუქტის გამოშვებას",- აცხადებენ კომპანიაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day