Home
Category
TV Live Menu

ჭილაძის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობაში 10 მილიონი ლარი ჩაიდება

5a6f28e1609b4
BM.GE
29.01.18 18:11
823
პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში თბილისში, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე ახალი სასტუმრო მოეწყობა, რისთვისაც 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება. ობიექტი გასაყიდად სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოიტანა და 3,8 მილიონ ლარად გაასხვისა.

"პროექტის '50 ქონება შენი სასტუმროსთვის" მიზანია ინვესტორებს შესთავაზოს ტურისტულად ყველაზე აქტიურ ადგილებში მდებარე სახელმწიფო ქონება სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 43 200 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 71 200 000 ლარს შეადგენს",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day