ჩინელები ამინდის სამართავად 1,5 მილიარდის იუანის ინვესტირებას გეგმავენ
ჩინეთი ამინდის გაკონტროლებასთან დაკავშირებით დიდ სახელმწიფო პროგრამას დაიწყებს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის მოცულობა 1,5 მილიარდი იუანი იქნება, რომელიც 960 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე ნალექების გაზრდას დაეხმარება და შეუწყობს ხელს. ბიუჯეტი მოიცავს: ოთხი ახალი თვითმფრინავის შეძენას, არსებული 8-ის მოდერნიზაციას, 897 მოწყობილობის განვითარებასა და 1856 მოწყობილობის ციფრული მართვის სისტემასთან დაკავშირებას. მთლიანად პროექტის განხორციელებას სამი წელი დაჭირდება, - წერს South China Morning Post.