Home
Category
TV Live Menu

ჩინეთი 2017 წელს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 262 მლრდ დოლარს დახარჯავს

58be7ffa90a32
BM.GE
07.03.17 13:39
1484
მიმდინარე წელს ჩინეთი 1.8 ტრილიონი იუანის (დაახლოებით 262 მილიარდი აშშ დოლარის) ინვესტირებას გეგმავს საავტომობილო და წყლის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის 2017 წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმაში წერია.

გეგმაში განხილულ პროექტებს შორის, არის ახალი რკინიგზის მშენებლობა, ასევე ახალი ავტობანების, სამოქალაქო ავიაციისა და წყლის ტრანსპორტის განვითარება.
როგორც ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრი ლი სიაოპენი აღნიშნავს, ინფრასტრუქტურის განვითარების 5 წლიანი გეგმის განსახორციელებლად, მთავრობა, ჯამში, 15 ტრილიონი იუანის (2.18 ტრილიონი დოლარის) დახარჯვას აპირებს.

მისი თქმით, ახალი რკინიგზის ასაშენებლად დაახლოებით 3.5 ტრილიონი იუანი (508.6 მილიარდი დოლარი) დაიხარჯება, ხოლო საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურაში 7.8 ტრილიონი უანის (1.13 ტრილიონი აშშ დოლარი). ასევე 650 მილიარდი იუანი (94.5 მილიარდი აშშ დოლარი) სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურისთვის და 500 მილიარდი იუანი (72.66 მილიარდი აშშ დოლარი) წყლის ტრანსპორტის ინფრასტრუქტურისთვის გამოიყოფა.















Subscribe to our news

Get the main news of the day