ჩინეთი აბრეშუმის გზის ახალი მარშრუტის განვითარებაზე მუშაობს. Bloomberg-ის ინფორმაციით, მარშუტი სინგაპურს გაივლის და მისი რეგიონალური მნიშვნელობა ჩინურ კომპანიებს საშუალებას მისცემს ადგილობრივ პოლიტიკურ სიტუაციას მარტივად აუარონ გვერდი.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთი საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ხარჯავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. Bloomberg-ს მაგალითად ის მსხვილი ჩინური კომპანიები მოჰყავს, რომლებმაც საკუთარი ბიზნესი ბოლო წლებში სინგაპურში განავითარეს. ასევე ჩინეთს საკმაოდ ახლო კულტურული კავშირები აქვს სინგაპურთან, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობებში გარკვეულ ბარიერებსაც ხსნის.
როგორც ცნობილია სინგაპურში ეთნიკური უმცირესობების დაახლოებით 75 პროცენტი ჩინელია. ასევე ჩინეთი ითვლება ქვეყნის უმსხვილეს ინვესტორად და მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ზე მეტი ჩინეთზე მოდის.
„სინგაპურთან ბევრად მარტივია ბიზნესის დაწერილ და დაუწერელ ენაზე საუბარი“, - ციტირებს ერთ-ერთი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელის სიტყვებს Bloomberg.