მსოფლიოს უმსხვილესი საავტომობილო ბაზარი ბენზინზე მომუშავე მანქანების აკრძალვას გეგმავს.
BBC-ის ცნობით ქვეყანამ შესაბამისი კვლევის ჩატარება უკვე დაიწყო, თუმცა აკრძალვის ზუსტი დრო ამ დროისთვის უცნობია.
გასულ წელს ჩინეთმა 28 მილიონი ავტომობილი აწარმოა, რაც მსოფლიოს მთლიანი მოცულობის თითქმის მესამედია. საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2040 წლიდან ბევზინზე მომუშავე ახალი ავტომობილბის შესვლა აიკრძალება.
ჩინურმა Volvo-მ უკვე განაცხადა, რომ 2019 წლიდან მის ახალ ავტომობილებს ელექტრო ძრავი ექნებათ. 2025 წლისთვის კომპანია მილიონი ელექტრომობილის რეალიზებას გეგმავს.