Home
Category
TV Live Menu

ჩინეთი რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების დასაფინანსებლად საქართველოს 7 მილიონ დოლარს გამოუყოფს

592eb9cf36733
სალომე მეცხვარიშვილი
01.06.17 11:00
700
ჩინეთის მთავრობა რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების დასაფინანსებლად საქართველოს დაახლოებით 7 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაშია ნათქვამი.

"საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 50 მილიონი ჟენმინბი იუანის ოდენობით ჯანსაღი ცხოვრების წესის, მეწარმეობისა და ინოვაციების და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების შექმნის პროექტის დასაფინანსებლად",- ნათქვამია შეთანხმებაში.

ამასთან, ამავე ხელშეკრულებით, კორპორაცია ჩინეთის განვითარების ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თავიანთ სახელზე ჩანაწერების წიგნში გახსნიან ანგარიშს ჟენმინბიში, რომლისთვისაც არ იქნება გადასახდელი პროცენტი და საკომისიო. ანგარიშით უსასყიდლოდ გაცემული დახმარების მონიტორინგი განხორციელდება.

შესაბამის შეთანხმებას ხელი 8 მაისს მოაწერა.

Subscribe to our news

Get the main news of the day