Home
Category
TV Live Menu

ჩინეთი "სუპერმანქანებზე" 10%-იან დამატებითი გადასახადს აწესებს

58400ef09d98b
BM.GE
01.12.16 15:50
1122

ჩინეთი "სუპერმანქანებზე" 10%-იან დამატებითი გადასახადს აწესებს. დამატებითი თანხების გადახდა Ferrari, Bentley, Aston Martin და Rolls-Royce-ის მფლობელებს მოუწევთ. საუბარია ავტომობილებზე, რომელთა ღირებულებაც 189 ათას დოლარს აღემატება. ცვლილება მიზნად დანახარჯების შემცირებასა და ემისიების გაფრქვევების შემცირებას ისახავს.

ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამის საწინააღმდეგოდ ჩინეთში დემონსტრაციები გაიმართა. როგორც BBC აღნიშნავს, ჩინეთი ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებლებისთვის გასაღების უმთავრესი ბაზარია და ბოლო წლებში ე.წ. Luxury მოდელები სულ უფროდაუფრო მორგებულია ჩინელი მომხმარებლების მოთხოვნებზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day