Home
Category
TV Live Menu

ჩინეთიდან ლონდონში პირველი სარკინიგზო ტვირთის გადაზიდვა დაიწყო

586e3b5bacad1
BM.GE
05.01.17 16:24
1088
ჩინეთიდან ლონდონამდე პირველი სატვირთო მატარებელი გაემგზავრა. გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, ლოკომოტივი 7,456 მილს გაივლის და ყაზახეთში, რუსეთში, ბელარუსში, პოლონეთში, გერმანიაში, ბელგიაში და საფრანგეთში მოხვდება.

მატარებელი მარშრუტის დაფარვას 18 დღეს მოანდომებს.

ჩინეთის რკინიგზის ცნობით, აღნიშნული ხელს შეუწყობს ჩინეთსა და ბრიტანეთს შორის ვაჭრობის გაღრმავებას.

ლონდონი ევროპის მეთხუთმეტე ქალაქია, რომელიც ახალი აბრეშუმის გზას შეუერთდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day