Home
Category
TV Live Menu

ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანია JAC-ის ელექტრომობილები, შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს

591b1199c6f8b
BM.GE
16.05.17 18:47
860
JAC-ის ფირმის ელექტრომობილები შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს, - აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა დღეს, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანიის, „Anhui Jianghuai Automobile Co“ (Anhui Jianghuai Automobile Co) ტოპ-მენეჯმენტთან შეხვედრისას. 

საწარმო ჩინეთის ანჰოის პროვინციაში მდებარეობს და ელექტრომობილების გარდა, სხვადასხვა ტიპის ტექნიკასაც უშვებს.

„ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ, თუ რის გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად და შევთანხმდით, რომ JAC-ი დაიწყებს შესაძლებლობების კვლევას, რომელიც გამოავლენს, რამდენად შეიძლება საქართველოში თავდაპირველად საამწყობო ქარხნის აშენება, ხოლო შემდგომში - სრული წარმოების ამოქმედება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანიის თავმჯდომარესა და პრეზიდენტთან, ან ცინთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ჩინური ავტოკონცერნისთვის მნიშვნელოვანია როგორც სამხრეთ კავკასიის ბაზარზე შემოსვლა, არამედ მათ დიდი ინტერესი გამოიჩინეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით, რომლითაც საქართველო სარგებლობს, მათ შორის, ევროპის ქვეყნებთან.


Subscribe to our news

Get the main news of the day