Home
Category
TV Live Menu

ჩინეთის გადაწყვეტილებამ კრიპტოვალუტების ფასის კლება გამოიწვია

59ad65589c6f2
BM.GE
04.09.17 18:36
1039
ჩინეთში ICO ( მონეტების პირველადი განთავსება) აიკრძალა. ICO სტარტაპებს კრიპტოვალუტის გაყიდვით ინვესტიციის მოზიდვაში ეხმარება. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვეტილება ეკონომიკური და ფინანსური სიტუაციის გაუარესებით ახსნა.

"პრაქტიკა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის ჩინეთში პოპულარული გახდა, არაკონსტიტუციურია“, - განმარტავენ ჩინეთის სახალხო ბანკში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, იმ პირებს და კომპანიებს, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ ICO თანხის ინვესტორებისთვის დაბრუნება მოუწევთ.

გადაწყვეტილება ძალაში შაბათ-კვირას შევიდა. მას წინ უძღვოდა მასშტაბური კონფერენია, რომელიც ქვეყანაში თემასთან დაკავშირებით 2 სექტემბერს გაიმართა.

ხელისუფლებამ ყველა ძრითადი სავაჭრო პლატფორმა გააფრთხილა, რომ ICO უკანონო ფინანსური საქმიანობა გახდა.

ჩინეთის გადაწყვეტილებამ ყველა ძირითადი კრიპტოვალუტის ფასის დაცემა გამოიწვია.







Subscribe to our news

Get the main news of the day