Home
Category
TV Live Menu

"ჩინეთის განვითარების ბანკი" "თიბისი ბანკისთვის" საკრედიტო ხაზის გამოყოფას განიხილავს

597aee4728f8b
ელენე გოგბერაშვილი
28.07.17 12:00
884

"ბაზის ბანკის" შემდეგ "ჩინეთის განვითარების ბანკი" "თიბისი ბანკისთვის" საკრედიტო ხაზის გამოყოფას განიხილავს. ამის შესახებ ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა გუ დეიოგმა განაცხადა.

მისი თქმით, თიბისი ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრას ისინი დღეს გეგმავენ. საკრედიტო ხაზის გამოყოფა სავააუდოდ წლის ბოლომდე ან მომავალი წლისთვის მოხდება.

გუ დეიოგს ვალუტა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარია 5 მილიონზე. ჩინეთის განვითარების ბანკმა 15 მილიონი დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი უკვე გამოუყო ბაზის ბანკს.

ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა, როცა ჩინურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა საქართველოში ამ მიმართულებით დაიწყო თანამშრომლობა ადგილობრივ ბანკთან.

Subscribe to our news

Get the main news of the day