Home
Category
TV Live Menu

ჩინეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპისა და პროტექციონიზმის წინაააღმდეგ გამოდის

588b0094bdee0
BM.GE
27.01.17 11:36
1204
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და პროტექციონიზმის წინაააღმდეგ გამოდის.

ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა გლობალური ბიზნესისა და ბიზნეს ელიტის წარმომადგენლებს, უარი თქვან სავაჭრო ომებსა და პროტექციონიზმზე.

სი ძინ პინს საკუთარ გამოსვლაში არ უხსენებია ტრამპის სახელი, მაგრამ მისი კომენტარები ცხადყოფდა, რომ გამოსვლა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტს ეძღვნებოდა.
ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა მილიარდერებს და პოლიტიკურ ლიდერებს, გააუმჯობესონ ფინანსური რეგულაციები იმ პოლიტიკიდან გადახვევის გარეშე, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა.

მისი თქმით, თუ პეკინი ამერიკასთან სავაჭრო ომში შევა, ეს დააზიანებს თავად ჩინეთის განვითარების პერსპექტივებსაც.

„პროტექციონიზმის ხელშეწყობა გავს საკუთარი თავის ბნელ ოთახში ჩაკეტვას, რომელიც დაგიცავს ქარისა და წვიმისგან, თუმცა, ასევე არ შემოუშვებს ოთახში მზესა და ჰაერს. სავაჭრო ომში შესვლა მხოლოდ დააზიანებს ორივე მხარეს“,- განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day