Home
Category
TV Live Menu

ჩინეთის პრეზიდენტი G20-ის ლიდერებს "ცარიელი საუბრისგან" თავის არიდებას ურჩევს

57cc1162bcfe3
BM.GE
04.09.16 16:20
1189
ჩინეთის პრეზიდენტი G20-ის ლიდერებს „ცარიელი საუბრისგან“ თავის არიდებას ურჩევს. ქვეყნის ლიდერების შეკრება, ჩინეთში მიმდინარეობს. ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა გაუმჯობესების გზაზეა, ის კვლავ გამოწვევების წინაშე დგას. BBC წერს, რომ სამიტის სასაუბრო თემები ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები და ასევე კომპანია Apple-სთვის დაწესებული ჯარიმა იქნება.

შეხვედრის დაწყებამდე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მიმდინარე წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავ შემცირდება. სავალუტო ფონდმა BREXIT-ის შემდეგ, პროგნოზს უკვე გადახედა და ის მიმდინარე წლისთვის 3,1%-ს ხოლო 2017 წლისთვის კი 3,4%-ს შეადგენს.

სამიტის ფარგლებში, პირველად მოხდა ბრიტანეთის ახალი პრემიერი ტერეზა მეის და ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეხვედრაც.

ასევე როგორც ცნობილი ხდება, G20 სამიტის რეჟიმში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ მოლაპარაკებებს გეგმავენ. რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დასრულდება. საუბარი შეეხება ენერგეტიკულ პროექტებსაც, მათ შორის „თურქულ ნაკადს“, რომლის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებაზე პუტინმა და ერდოღანმა გასულ თვეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day