Home
Category
TV Live Menu

ჩინეთის უმდიდრეს ადამიანს Paramount Pictures-ის შეძენა სურს

578c852995a3c
BM.GE
18.07.16 11:27
1075
ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის, ვან ცზიანლინის მფლობელობაში არსებული კომპანია Dalian Wanda ჰოლივუდის უძველესი კინოინდუსტრიის, Paramount Pictures-ის 49%-იანი წილის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩაერთო. ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემის თანახმად, Paramount-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი სამნერ რედსტოუნი ვან ცზიანლინისთვის კომპანიის მიყიდვის წინააღმდეგია, თუმცა გარიგების წარმატებით დასრულება Paramount Pictures-ის ხელმღვანელობას, მათ შორის გენერალურ დირექტორს, ფილიპ დომანს სურს.

Paramount-თან გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ვან ცზიანლინი ჰოლივუდში უფრო მყარად დამკვიდრდება. იანვარში მან ამერიკული კინოსტუდია Legendary Entertainment შეიძინა. ამასთან, ცზიანლინის კომპანია Dalian Wanda სიდიდით მეორე ამერიკულ კინოთეატრების ქსელს, AMC Entertainment-ს უკვე ფლობს, რომელმაც მიმდინარე კვირაში $650 მილიონად ევროპის უდიდეს კინოთეატრების ქსელის შეძენა გადაწყვიტა.

ჩინური კომპანია სპორტისადმიც იჩენს ინტერესს. გასულ წელს Wanda-მ $650 მილიონად ტრიატლონის ტურნირის ორგანიზატორობის უფლება შეიძინა. მარტში კი FIFA-ს სპონსორიც გახდა - ხელშეკრულების მიხედვით, თანამშრომლობა 2030 წლამდე გაგრძელდება. მიმდინარე თვეში კი ცნობილი გახდა, რომ ცზიანლინის მთავარი მიზანი ისეთი საფეხბურთო ჩემპიონატის შექმნაა, რომელიც UEFA-ს ჩემპიონთა ლიგას კონკურენციას გაუწევს და სადაც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ჩემპიონატებში მოთამაშე გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

Subscribe to our news

Get the main news of the day