ჩინეთის უმდიდრესი ქალის ქონება 4 დღეში $2 მილიარდით გაიზარდა. იან ჰუეიანის ქონება 2018 წელს ბირჟების მიერ ვაჭრობის დაწყებიდან მალევე $25,6 მილიარდი დოლარი გახდა.
36 წლის იან ჰუეიანი დეველოპერულ კომპანია Country Garden Holdings-ში საკონტროლო პაკეტს ფლობს.
ქონების გაზრდის შემდეგ ბიზნესვუმენმა Bloomberg-ის სიაში 31-ე ადგილზე გადაინაცვლა. ჩინეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში ჰუეიანი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერადაც ითვლება. მას ქონება მემკვიდრეობით მამამისისგან ერგო.