Home
Category
TV Live Menu

ჩინეთში Apple-ის სერვისები დაბლოკეს

571e19c9b7e36
BM.GE
25.04.16 17:04
1145
ჩინეთში Apple--ს სერვისები დაბლოკეს. კერძოს ჩინელ მომხმარებელს აღარ აქვს წვდომა კომპანიის ფილმებისა და წიგნების სერვისებზე.
 
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში უცხოური კომპანიების წვდომაზე შეზღუდვა დაწესდა. ჩინეთში, iBooks Store-ზე ან iTunes Movie-ზე შესვლის მცდელობისას ჩნდება შეტყობინება ჩინურად, "მომსახურებისთვის გამოუსადეგარია". New York Times-ის ინფორმაციით, Apple-ის სერვისი ჩინეთის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე დაიბლოკა. მარტში ჩინეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კომპანიებს უცხოური საკუთრების გამოქვეყენბას უკრძალავს. ამავე დროს მსგავსი კომპანიების სერვისები ჩინეთში უნდა იყოს რეგისტრირებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day