სტატისტიკის მიხედვით 2012 წლიდან მოყოლებული ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა წლიურად, საშუალოდ, 21%-ით იზრდებოდა, ღირებულება კი – 22%-ით. ოფიციალური რიცხვების მიხედვით ერთი ტონა ექსპორტირებული ქართული ღვინის საშუალო ფასი 3 ათასი აშშ დოლარიდან 3,9 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს.
ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზარს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნები წარმოადგენს, სადაც, საშუალოდ, ექსპორტირებული ღვინის 78% გადის (2012-2021 წწ). 2021 წელს ღვინის ექსპორტი საქართველოს სოფლის მეურნეობის მთლიანი საექსპორტო ღირებულების 21%-ს შეადგენდა.რუსეთში ქართული ღვინის საექსპორტო ფასი შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტის კუთხით. რუსეთი ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია სადაც გასულ წელს 160 მილიონი დოლარის ღვინო გავიდა - 30 მილიონით მეტი ვიდრე 2021 წელს.
რაც შეეხება მოცულობას - თუკი მეღვინეებმა 2021 წელს რუსეთს 47.3 ტონა ღვინო მიაწოდეს, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 73.1 ტონამდე გაიზარდა. გამოდის რომ თუკი 2021-ში თითო ტონის საექსპორტო ფასი 2761 დოლარი იყო, ეს მაჩვენებელი მიმდინარე წელს 2199 დოლარამდე შემცირდა. სავარაუდოა რომ ზრდა ძირითადად დაბალი ფასის ღვინოზე მოდიოდა. ამასთან, აღსანიშნავია რომ რუსეთში ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის ბაზრისგან, რადგან ევროკავშირში მოთხოვნას და სტანდარტებს უმეტესად მაღალფასიანი ღვინო აკმაყოფილებს.
სტუმარი: დავით მაცაბერიძე - "ჩინის" დირექტორი;