Home
Category
TV Live Menu

ჩინურ CEFC-ს ფოთის თიზ-ის 75%-იანი წილის შეძენა სურს

587cabc726a1a
BM.GE
16.01.17 15:14
1151
პროექტ "ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში, საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობას აძლიერებს - დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობასა და ჩინურ კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და „CEFC China Energy Company Limited“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟიანჟუნ ჟანგმა მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მემორანდუმის მიზანია ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა ერთობლივი ინიციატივების განხორციელებით, რომლის ფარგლებშიც განიხილება უმსხვილესი კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ის მიერ შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-იანი წილის შეძენა. კომპანია გეგმავს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომ განვითარებას - ჩინეთის განვითარებული ინდუსტრიული ზონების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით და გადამამუშავებელი წარმოების, თანამედროვე ტექნოლოგიების, სასაწყობე მეურნეობისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვით.

"„CEFC China Energy Company Limited“-ი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა ენერგეტიკის, საფინანსო, კომერციულ, სავაჭრო და ლოგისტიკის სფეროებში. შემოსავლების მიხედვით, იგი შედის მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების ხუთასეულში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება გამომცემლობა „Fortune“-ს მიერ (Fortune Global 500). გამოცდილებიდან, საქმიანობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კომპანია „CEFC China Energy Company Limited“-ს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში, არამედ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის გაძლიერებაში", - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში. 

შეგახსენებთ, რომ ფოთის თიზ-ის მმართველი წლების განმავლობაში რაკია ჯორჯია იყო, თუმცა, გასული წლის ბოლოს კომპანიამ საკუთარი აქტივები დათმო და თავისუფალი ინდისტრიული ზონა სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.


Subscribe to our news

Get the main news of the day