ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყების მიერ, ქართული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე „ნაბეღლავი“ მიღებულ იქნა წინასწარი გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
2016 წელს საქპატენტმა ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებაში შეიტანა განაცხადი ,,ნაბეღლავის“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით. საქპატენტში განმარტავენ, რომ ქართული მინერალური წყლის დასახელება ,,ნაბეღლავი“ ჩინეთში არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრირებული იყო ორი ჩინური კომპანიის სახელზე. საქპატენტმა ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყების დავების განმხილველ უწყებაში შეიტანა საჩივრები ჩინური კომპანიების წინააღმდეგ და მოითხოვა აღნიშნული რეგისტრაციების გაუქმება. ქართულ მხარესა და ჩინურ კომპანიებს შორის არსებული დავა ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდა. შესაბამისად, "ნაბეღლავის" რეგისტრაციები გაუუქმდათ ორივე ჩინურ კომპანიას.