Home
Category
TV Live Menu

ჩინური ახალი წლის დღეებში ქვეყანამ ტურიზმიდან 60 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო

5894726f8e1d3
BM.GE
03.02.17 16:04
1072
ჩინეთის ტურიზმის ინდუსტრიამ  წლევანდელი ჩინური ახალი წლიდან და გაზაფხულის ფესტივალიდან 423 მილიარდ იუანზე მეტის შემოსავალი მიიღო (61 მილიარდ აშშ დოლარი).

აღნიშნულის შესახებ ჩინეთის ტურიზმის ეროვნული სამსახური ავრცელებს ინფორმაციას და განმარტავს, რომ წლევანდელი გაზაფხულის ფესტივალიდან მოგება 2015 წელთან შედარებით 15,9%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, ჩინეთს ახალი წლის დღეებში 344 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 13,8%-ით მეტია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს ადგილობრივი მოსახლეობიდან 2015 წელთან შედარებით, 7%-ით მეტი გაემგზავრა საზღვარგარეთ. ჩინური ახალი წლის დღეებში ქვეყნის ტურიზმმა 60 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო

Subscribe to our news

Get the main news of the day