Home
Category
TV Live Menu

"ჩინური ინვესტიციით ქობულეთში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება"

585d0cf7e632f
სალომე მეცხვარიშვილი
24.12.16 18:35
1343
ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ჩინური ინვესტიციით ქობულეთში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

გამგებლის ცნობით, პროექტისთვის კომპანიას მიწის ნაკვეთი უკვე შეძინილი აქვს და ინვესტიციის სახით 10 მილიონი დოლარის ჩადებას აპირებს.

ადგილზე სასტუმროს გარდა გათვალისწინებულია კაზინოსა და ხელოვნური ტბების მოწყობა.

პროექტის განხორციელება სავარადოდ მომავალ წელს დაიწყება მას შემდეგ, რაც კომპანია პროექტის საბოლოო ვარიანტს წარადგენს.


Subscribe to our news

Get the main news of the day