საქართველოში ე.წ. დუტის ქურთუკების ფაბრიკა გაიხსნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა. მისი თქმით საუბარია ჩინურ კომპანიაზე, რომელიც ფაბრიკას უკვე ფლობს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში. საგანელიძის განცხადებით, საქართველოში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზეც იქნება ორიენტირებული.
ფაქრიკა სავარაუდოდ თბილისის შემოგარენში განთავსდება.
„საუბარია იმაზე, რომ საქართველოში შეიკეროს ის ქურთუკები, რომელსაც ამ ქარხანას უკვეთავს ძალიან მსხვილი ბრენდები. ასეთი ბრენდების შეკვეთილი პროდუქციის წარმოებისთვის იქნება ქარხანა შექმნილი საქართველოში“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.