Home
Category
TV Live Menu

ჩინური ჯგუფი ხონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას განახორციელებს

5a7afb5714c00
მარი როჭიკაშვილი
07.02.18 17:12
1044
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში მდებარე 73,6 ჰა ჩაის პლანტაცია მთავრობამ 25 წლიანი იჯარის უფლებით ჩინურ სს „ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფს“ გადასცა. კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ არსებულ მიწაზე ჩაის პლანტაციების სრული რეაბილიტაცია ჩატარდება.

როგორც bm.ge-ს ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.

დღეის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში ინვესტორებისთვის გადაცემულია 430 ჰა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის გაველურებული პლანტაციები. პირობების მიხედვით, ასევე განხორციელდება ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარებით აღჭურვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day