Home
Category
TV Live Menu

ჩინური კონსორციუმი საქართველოში ნავთობის მოპოვებას გეგმავს

59b0f986915e7
ელენე გოგბერაშვილი
07.09.17 11:44
918
ჩინური კომპანიები საქართველოში ნავთობის ძებნა/მოპოვებითი სამუშოების განხორციელებით დაინტერესდნენ. ჩინურმა კონსორციუმმა, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე ჩინური კომპანია შედის, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ 3 აპრილს გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში მიიღეს მონაწილეობა. კომპანიები- შპს ვესტ გალფ პეტროლიუმის საინჟინრო კომპანია, შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC) და შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი, სააგენტომ საუკეთესო განაცხადებს შორის შეარჩია.

"საქმის კურსს" ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს, რომ ჩინურმა კომპანიებმა სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინეს, მათ შორის საბანკო გარანტიებიც. მათი თქმით, ამ ეტაპზე მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.

"თუ კანონმდებლობით გათვალისიწნებულ ვადაში (6 თვე+45 დღე) შევთანხმდებით ყველა პირობაზე, გაფორმდება ხელშეკრულება", - განუცხადეს "საქმის კურსს" სააგენტოში.

ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ჩინურ კონსორციუმთან ხელი მოეწერება 25 წლიან შეთანხმებას. კონსორციუმში შემავალი ჩინური კომპანიები: შპს ვესტ გალფ პეტროლიუმის საინჟინრო კომპანია და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC), შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი, მუშაობას სამეგრელოსა და იმერეთში მდებარე სალიცენზიო ბლოკებზე გეგმავენ.

ნავთობისა და გაზის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომპანიები შეირჩა

Subscribe to our news

Get the main news of the day