Home
Category
TV Live Menu

ჩინური შოპინგის დღის რეკორდი - $25 მილიარდი 24 საათში

no photo
BM.GE
12.11.17 13:12
905
პლანეტაზე ყველაზე მასშტაბურ შოპინგის დღეზე ახალი რეკორდი დამყარდა. 24 საათში ჩინეთში 25,4 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაიყიდა.
ელექტრონული კომერციის ჩინურმა გიგანტმა Alibaba-მ განაცხადა, რომ შაბათის გაყიდვებმა შარშანდელ მაჩვენებელს - 18 მილიარდ დოლარს - ვაჭრობის დაწყებიდან 13 საათში მიაღწია. კომპანიის ინფორმაციით, მხოლოდ პირველ 2 წუთში მომხმარებლებმა 1 მილიარდი დოლარის პროდუქცია შეიძინეს.

Singles Day სპეციალური დღეა ჩინეთში, როდესაც მომხმარებელი ონლაინ შოპინგისთვის ხარჯავს ფულს. უკვე რამდენიმე წელია ჩინური შოპინგის დღეზე გაყიდული პროდუქციის ღირებულება აჭარბებს ამერიკულ და ევროპულ ფასდაკლების დღეებზე დახარჯულ თანხებს, საუბარია ე.წ. შავ პარასკევსა და კიბერ ორშაბათზე.

CNN Money-ს ინფორმაციით, ჩინურ შოპინგის დღეზე წელს გაყიდვები 40%-ით გაიზარდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day