პროვინცია ძიანგსში ჩინურმა კომპანიამ ქართული კულტურის სახლის ასაშენებლად 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით ადგილზე სულ მცირე 200 000 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდება.
ქუმსიშვილის განცხადებითვე, ამ ეტაპზე ჩინეთში იმყოფება სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მინისტრის თქმით ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ივლისში გაიმართება.
„ეს კიდევ ერთი ბიძგი იქნება, რომ ჩინეთთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები გავაღრმაოთ და მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ”, - განაცხადა მინისტრმა.