Home
Category
TV Live Menu

ჩინურმა "სი ი ეფ სი"-მ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობა 9 840 250 ლარად შეიძინა

57f36215dd46c
BM.GE
04.10.16 12:00
1202
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 9 840 250 ლარად ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N138-ში მდებარე უძრავი ქონება შპს ,,სი ი ეფ სი“–ს გადასცა.

კომპანია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ევრაზიული ქვეყნების საინვესტიციო და თანამშრომლობის სათაო ოფისის მოწყობას გეგმავს. ასევე, შეიქმნება ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი. აღნიშნული მიმართულებით კომპანია 3 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, სადაც დასაქმდება 50 ადამიანი. ამასთან, კომპანია უზრუნველყოფს შენობის ისტორიული და კულტურული იერსახის შენარჩუნებას.

Subscribe to our news

Get the main news of the day