"საქართველოში სტატისტიკის სამმართველოს სტატისტიკა დიდ პრობლემას წარმოადგენს" - ამის შესახებ ’’საქმიან დილას“ კომპანია "ჩირინას" ხელმძღვანელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, რომელიც ქათმის პროდუქციას "ბიუბიუს" ბრენდის სახელით აწარმოებს.
ვაშაკიძემ სტატისტიკის სამსახურის მონაცემების უზუსტობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტატისტიკის სამმართველო გამართულად არ მუშაობს.
’’საერთოდ გაუგებარია სტატისტიკის სამმართველო რას და როგორ ითვლის“- აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.
"ჩირინას" ხელმძღვანელის ინფორმაციით, მისმა კომპანიამ გასულ წელს ქათმის წარმოება გაზარდა, განსაკუთრებით IV კვარტალში. სტატისტიკის სამმართველოს მონაცემების მიხედვით კი ’’ წარმოება ანალოგიურ პერიოდში შემცირებულია.