Home
Category
TV Live Menu

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესებისთვის WB-მ დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო

5a2515c37fb17
BM.GE
04.12.17 13:30
815
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესებისთვის მსოფლიო ბანკმა დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო.

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსების“ შესახებ.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.

პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 16.9 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსით, ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად გათვალისწინებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის ჩუმათელეთიდან ხევამდე, დაახლოებით, 11 კილომეტრიან მონაკვეთზე არსებული ორზოლიანი გზის გაუმჯობესება ოთხზოლიან მაგისტრალად.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

Subscribe to our news

Get the main news of the day