Home
Category
TV Live Menu

"ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის" მაგისტრალურ გაზსადენზე საჰაერო გადასასვლელს "ელიტა ბურჯი" ააშენებს

5788a480def25
BM.GE
15.07.16 12:51
1129
“ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის” 1200 მმ დიამეტრის მაგისტრალურ გაზსადენზე მდინარე ყუროს ხევზე საჰაერო (ვანტური) გადასასვლელი აშენდება. სამუშაოებს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მიერ 2016 წლის 11 მაისს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია “ელიტა ბურჯი” შეასრულებს.

კორპორაციამ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. კონტრაქტორმა კომპანიამ 180 დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს სამილსადენე ხიდის მშენებლობა ყაზბეგის რაიონში. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 483 472 ლარია.

“ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის” 1200 მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი ამჟამად მდინარის კალაპოტში მიწისქვეშ გადის, რაც ამ მდინარესთან დაკავშირებული რთული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მილსადენის უსაფრთხო ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის. ახალი გადასასვლის მშენებლობის შემდეგ ამაღლდება გაზსადენის უსაფრთხოება და მილსადენი დაცული იქნება სტიქიური მოვლენებისაგან.

Subscribe to our news

Get the main news of the day