Home
Category
TV Live Menu

ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

5916c695dcb38
BM.GE
13.05.17 12:33
1042
თბილისს ახალი საბავშვო ბაღი შეემატა - ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე, ახალი ბაგა-ბაღის დასრულებული სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა.

შვიდ - ჯგუფიანი ბაღი ფუნქციონირებას 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.

სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება 250 აღსაზრდელს მიიღებს, დასაქმდება 40 - მდე ადამიანი.

"დღეს კიდევ ერთი ახალი ბაღი ჩავიბარეთ. ეს ძალიან მჭიდრო დასახლებაა. შესაბამისად, ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ბაგა-ბაღი. დღეიდან დაიწყება შენობის ინვენტარით აღჭურვა და შიდა კეთილმოწყობა, რომ სექტემბრიდან ამ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყოს"- განაცხადა დავით ნარმანიამ
ახალი საბავშვო ბაღი თბილისის სხვა ბაგა - ბაღებისგან ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა. შენობის დაგეგმვისას სააგენტომ ტერიტორიის სიმცირე და პროექტიც ამის მიხედვით მომზადდა.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისში ხუთი ახალი საბავშვო - ბაღი გაიხსნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day