Home
Category
TV Live Menu

"ჩვენ არ გვაქვს ამდენი სამინისტროს არც საჭიროება და არც შენახვის ფუფუნება, შვიცარიის მთავრობა მხოლოდ 8 ადამიანია"

57920988c010f
BM.GE
22.07.16 15:53
1299
ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩი" ქვეყანაში სამინისტროების შემცირების გეგმის პრეზენტაცია გამართა. როგორც პარტიაში განმარტავენ, "მთავრობის წევრების უმრავლესობის არც სახელი იციან მოქალაქეებმა, არც უნახავთ და ხმაც კი არ გაუგიათ“.

ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, სამინისტროების შესანახად უზარმაზარი რესურსი იხარჯება.

"ჩვენ არ გვაქვს ამდენი სამინისტროს არც საჭიროება და არც შენახვის ფუფუნება. შვეიცარიის მაგალითი საუკეთესო ილუსტრაციაა. შვეიცარიის მოსახლეობა ორჯერ მეტი და ხალხი 20-ჯერ მდიდარია საქართველოზე. ამ ქვეყნის მთავრობა მხოლოდ 8 ადამიანი, პრეზიდენტი და 7 მინისტრია.

შვეიცარია ცხადჰყოფს, რომ ეფექტურად მართვისთვის რაოდენობა გადამწყვეტი არ არის. გირჩის ინიციატივაა საქართველოშიც შევქმნათ მსგავსი სამთავრობო სტრუქტურა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day