განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მორიგ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც მასწავლებლების საკიტხს ეხება. ჯეჯელავას განცხადებით, ვინმეს თუ უნდა ქვეყნის დაქცევა, უნდა დააკნინოს პოლიციელი, მასწავლებელი და ექიმი, - მისი თქმით საქართველომ ეს ეტაპი გამოიარა.
"ჩვენს სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოსწავლე და რეფორმა პირველ რიგში მოსწავლეზე უნდა იყოს მორგებული და მეორე რიგში მასწავლებლებელზე.
ჩვენთან მასწავლებელი არ არის ისე დაფასებული, როგორც უნდა იყოს, ზოგადად მასწავლებელი დაუფასებელი საქმეა, ადამიანებს უყვართ რომ რაც კარგი მოხდება თავის თავს დააბრალონ. 30 წლის ასაკამდე მეც ვამაყობდი, რომ ყველაფერს ჩემით მივაღწიე, შემდეგ კი მივხვდი რომ ეს უმადურობაა. მე ვარ ნადმვილად დამფასებელი, იმის რასაც თქვენ აკეთებთ.
ვინმეს თუ უნდა ქვეყნის დაქცევა, უნდა დააკნინოს პოლიციელი, მასწავლებელი და ექიმი. ამაზე არაერთ ნაშრომში წერია და არაერთმა ქვეყანამ იწვნია თავის თავზე ეს მძიმე ხვედრი. მე ვფიქრობ, როგორც კი დაკნინდება პოლიციელი აყვავდება უსამართლობა და დამნაშავეობა, როგორც კი დაკნინდება მასწავლებელი აყვავდება უცოდინარობა, და რეგვენობა და როგორც კი დაკნინდება ექიმი ამ ყველაფერს დაემატება ჯამრთელობის დაკარგვა და ნებისმიერი ერი და ქვეყანა მიწასთან გასწორდება. სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ ეს ყველაფერი გამოიარა, ჩვენ გამოვიარეთ პოლიციელის დაკნინება, ასევე მასწავლებლის და ექიმის. ჩვენ თუ გვინდა ღირსეული ქვეყანა ვიყოთ და მომავალი ავაშენოთ ეს შეცდომები უნდა გამოვასწოროთ. დღეს პოლიციელობა საამაყოა. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ აღდგეს მასწავლებლის პრესტიჟი და სახელი და სამწუხაროდ აღსადგენია.
თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ დავაკნინეთ მასწავლებლების პროფესია, მათ შორის გაუთავებელი გამოცდებით, ჩაჭრით, ცვლილებებით, რეფორმებით, ექსპერიმენტებით და არაჯეროვანი დამოკიდებულებით მასწავლებლების მიმართ. მე გაძლევთ ამის პირობას, რომ სანამ მე ამ სამსახურში ვარ ეს სიტუაცია შეიცვლება და თქვენი, როგორც ყველაზე ღირსეული ადამიანების საქმიანობა იქნება დაფასებული სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა.