Home
Category
TV Live Menu

"ჩვენ დავინტერესდით როდრიკის განვითარების თეორიით და რამდენიმე პროექტი წარმატებით განვახორციელეთ"

57a2f636ed378
BM.GE
04.08.16 11:59
940
"არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული თეორიები, ყველა ქვეყანას სჭირდება მასზე მორგებული ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც საკმაოდ კარგად არის ორიენტირებული რეგიონალურ ეკონომიკებში. პრემიერ-მინისტრმა, მმართველი გუნდის მიერ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენა და დენი როდრიკის განვითარების თეორიის მნიშვნელობას შეეხო.

"ოთხი წლის წინ, როდესაც მე დავიკავე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი, ისევე, როგორც ყველა ადამიანს, რომელსაც სჯერა საბაზრო ეკონომიკის და დღესაც ასეა, მე მქონდა ჩემთვის ჩამოყალიბებული საყოველთაოდ მიღებული თეორიები, რა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა იმისთვის, რომ უზრუნველგვეყო ეკონომიკის სწრაფი განვითარება. თუმცა, პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებისას ვხედავდით გარკვეულ მიმართულებებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან სწორ ჩარევას საჭიროებდა, რათა ინდუსტრია ამუშავებულიყო, მთელი მიმართულება სიცოცხლისუნარიანი გაგვეხადა. მე ვთხოვე ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ნუგზარ კაჩუხაშვილს, რომელიც გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, შემოერთებოდა ჩვენს გუნდს და შეექმნა ინდუსტრიული განვითარების მიმართულება ეკონომიკის სამინისტროში. როგორც მას, ისევე მეც, გაგვაჩნია ის ცოდნა, რომელიც ორივეს მიღებული გვაქვს კარგ ბიზნესსკოლაში, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს რაღაც დამატებითია საჭირო იმისთვის, რომ სწორი განვითარება უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავინტერესდით როდრიკის განვითარების თეორიით, როდესაც გარკვეულ მიმართულებებს, სწორი დახმარების შედეგად, ეძლევა მეტი მნიშვნელობა და როდესაც ხდება გამოუყენებელი შესაძლებლობების ამუშავება და მთლიანად ღირებულებათა ჯაჭვი იწყებს მოქმედებას. ნუგზარის ჯგუფმა შეისწავლა რამდენიმე მიმართულება და ჩვენ დავდეთ ძალიან სერიოზული ნაბიჯების გეგმები და რამდენიმე პროექტი წარმატებით განვახორციელეთ",  - აღნიშნა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day